.ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ იოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან".
XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.

No comments:
Post a Comment