Thursday, June 9, 2011

სტატია

.ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ იოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან".
XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.

ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკიდან

  1. სასტუმრო "მერანი" : [მეგზური]. - თბ., [1999]. - 1ფ.(დაკ. 6გვ.) ; 21სმ.. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.. - [1ლ.][MFN: 12206]
    UDC: 640.41 + 728.51 + 338.488.2:640.41](479.22)
    F 75.896/3 - ხელუხლებელი ფონდი

  1. საქართველოს სსრ ტურიზმის რესპუბლიკა / საქ. ტურიზმისა და ექსკურსიების საბჭო. - თბ., 1987. - 22გვ. : ილ. ; 19სმ.. - პარალ. ტექსტი რუს.. - უფ., 1500ც.[MFN: 12464]
    UDC: 796.5 + 338.48](479.22)
    P 71/1987 - ხელუხლებელი ფონდი

  1. დავითულიანი, ციცინო
    ტურიზმის გეოგრაფია : (ლექციების კურსი) / ციცინო დავითულიანი ; [რედ. ია იაშვილი] ; აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი. - ქუთაისი : [აკ. წერეთლის უნ-ტის გამ-ბა], 2008. - 180გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 178. - ISBN: 978-9941-9043-4-9[MFN: 13373]
    UDC: 338.48(042.4) + 910.4:796.5(042.4)
    9 + 24
    K 266.150/3 - საერთო ფონდი
    F 91.804/3 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ციბაძე, ავთანდილ
    ცისფერი ბილიკებით : ერთკვირიანი მარშრუტი სამდინარო ტურიზმის მოყვარულთათვის. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1987. - 47გვ. ; 20სმ.. - 20კ., 10 000ც.[MFN: 13749]
    UDC: 796.57:797.1
    K 200.126/3 - საერთო ფონდი
    K 200.127/3 - საერთო ფონდი
    K 200.128/3 - საერთო ფონდი
    F 61.274/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 273/1987 - ხელუხლებელი ფონდი

  1. სამკურნალო ტურიზმი და კურორტოლოგია : (მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკ-ტის სტუდ.-თვის) / თსუ ; [შემდგ.: ნაირა ღვედაშვილი ; რედ.: ნუგზარ პაიჭაძე]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 7გვ. ; 20სმ.. - (პროგრამა. ბაკალავრიატი). - [1ლ.], 200ც.[MFN: 15476]
    UDC: 615.83
    ღვედაშვილი, ნაირა (შემდგ.);  პაიჭაძე, ნუგზარ (რედ.); 
    თბილისის უნ-ტი
    F 78.134/3 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ტურიზმის მარკეტინგი : (კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის სტუდ.-თვის) / თსუ ; [შემდგ.: ნუგზარ თოდუა ; რედ.: გაიოზ ნადირაშვილი]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 15გვ. ; 20სმ.. - (პროგრამა. ბაკალავრიატი). - [1ლ.], 200ც.[MFN: 15488]
    UDC: 338.48 + 339.138](073)
    თოდუა, ნუგზარ (შემდგ.);  ნადირაშვილი, გაიოზ (რედ.); 
    თბილისის უნ-ტი
    F 78.146/3 - ხელუხლებელი ფონდი

საკურორტო-სასტუმრო კომპლექსებისა და საერთაშორისო ტურიზმის კომერციისა და სარეკლამო ბიზნესის საწარმოო პრაქტიკა ინდივიდუალური დავალებებითა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ელემენტებით / თსუ ; [შემდგ.: მედეა გოცირიძე, მაია მელაძე ; რედ.: გაიოზ ნადირაშვილი]. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001. - 8გვ. ; 20სმ.. - (პროგრამა. ბაკალავრიატი). - [50თ.], 200ც.[MFN: 15870]
UDC: 338.48 + 659.1](073)
გოცირიძე, მედეა (შემდგ.);  ნადირაშვილი, გაიოზ (რედ.); 
თბილისის უნ-ტი
F 78.462/3 - ხელუხლებელი ფონდი

Friday, March 25, 2011

ტურისტული ადგილები საქართველოში

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს.
  



 
კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრისმდინარე ალაზნისგარეკახეთიმდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო) შიდა და ქვემო დინებისა და აუზს. 







იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი